Wednesday, July 15, 2009

როგორ გამოვიყენო?

პროგრამის გამოყენება არის ძალიან მარტივი, მას შემდეგ რაც დააინსტალირებ, ბრაუზერის თულბარებში გამოჩნდება შემდეგი თულბარი:


იმ შემთხვევაში თუ ინსტალაციის შემდეგ ავტომატურად არ გამოჩნდა თულბარი თქვენს ბრაუზერში, მაშინ ირჩევთ ხელით შემდეგნაირად:
შევდივართ მენიუში View -> Toolbars -> Gectionary Toolbar.



თულბარის მარცხნივ არსებული "ბუმბულის გამოსახულებიანი" ღილაკით შეგვიძლია ჩავრთოთ და გამოვრთოთ პროგრამა.
მას შემდეგ რაც პროგრამა ჩაირთვება, სიტყვის სათარგმნელად საჭიროა შემდეგი პროცედურა:
დავაჭიროთ "Ctrl" ღილაკს კლავიატურაზე და მაუსის მაჩვენებელი მივიყვაოთ სასურველ სიტყვასთან, რის შემდეგაც სიტყვის ქვემოთ გამოჩნდება სიტყვის თარგმანი.



არსებობს რთული კონსტრუქციის საიტები, რომლებზეც სიტყვების კოორდინატები არ შეესაბამება განლაგების კოორდინატებს, ასეთებს შორის არის wikipedia.org-იც. ასეთ საიტებზე სიტყვის სათარგმნად საჭიროა დავაჭიროთ "Alt" ღილაკს კლავიატურაზე და მოვნიშნოთ სასურველი სიტყვა.

2 comments:

  1. kargia Tanac Zalin ... mozilaze rom dadges iseTi xom ar iciT sadme IE Zalin :(

    ReplyDelete