Wednesday, July 15, 2009

რისთვისაა საჭირო?

პროგრამა სასარგებლოა მათთვის ვისაც უყვარს კითხვა ინტერნეტში, ხშირად კითხულობს ინგლისურ ტექსტებს და იყენებს ლექსიკონ.
იმისათვის რომ თავიდან ავირიდიოთ სიტყვის თარგმნისას საჭირო ზედეტი პროცედურები, ისეთები როგორიცაა, ტექსტის დაკოპირება და გადატანა ლექსიკონში, რის შედეგადაც ხშირად ხდება აზრის გაწყვეტა და ა.შ.

იმისთვის რომ გაიმარტივოთ კითხვა, საჭიროა მხოლოდ დააყენოთ ეს თულბარი და მხოლოდ მაუსის მიტანით თარგმნოთ სასურველი სიტყვა.

საიდან გადმოვწერო?

პროგრამის გადმოწერა შესაძლებელი შემდეგი ბმულიდან :
http://allshares.ge/download.php?id=EF67865427

http://mydisk.ge/download.php?id=6FCA755024

როგორ გამოვიყენო?

პროგრამის გამოყენება არის ძალიან მარტივი, მას შემდეგ რაც დააინსტალირებ, ბრაუზერის თულბარებში გამოჩნდება შემდეგი თულბარი:


იმ შემთხვევაში თუ ინსტალაციის შემდეგ ავტომატურად არ გამოჩნდა თულბარი თქვენს ბრაუზერში, მაშინ ირჩევთ ხელით შემდეგნაირად:
შევდივართ მენიუში View -> Toolbars -> Gectionary Toolbar.



თულბარის მარცხნივ არსებული "ბუმბულის გამოსახულებიანი" ღილაკით შეგვიძლია ჩავრთოთ და გამოვრთოთ პროგრამა.
მას შემდეგ რაც პროგრამა ჩაირთვება, სიტყვის სათარგმნელად საჭიროა შემდეგი პროცედურა:
დავაჭიროთ "Ctrl" ღილაკს კლავიატურაზე და მაუსის მაჩვენებელი მივიყვაოთ სასურველ სიტყვასთან, რის შემდეგაც სიტყვის ქვემოთ გამოჩნდება სიტყვის თარგმანი.



არსებობს რთული კონსტრუქციის საიტები, რომლებზეც სიტყვების კოორდინატები არ შეესაბამება განლაგების კოორდინატებს, ასეთებს შორის არის wikipedia.org-იც. ასეთ საიტებზე სიტყვის სათარგმნად საჭიროა დავაჭიროთ "Alt" ღილაკს კლავიატურაზე და მოვნიშნოთ სასურველი სიტყვა.

Tuesday, July 14, 2009